Friday, October 25, 2013

1- ლი დღე:

ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესო იყო. გავიგე ბევრი სიახლე. სწავლების ეს კურსი დამეხმარება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
 დღეს მიმოვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები, გავეცანით მასწავლებლების მიერ შექმნილ საინტერესო პროექტებს. 
ვფიქრობ, ამ ტრენინგზე შეძენილ უნარებს წარმატებით გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.

 მე-2 დღე

დღეს გავეცანით, როგორ კეთდება პუბლიკაციები, განვიხილეთ  პროექტის გეგმა,  გავიარეთ პროექტის დაგეგმვის ეტაპები: კონკრეტული სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, მნიშვნელოვანი იდეების ორგანიზება, შეფასების გეგმის შედგენა, აქტივობების შედგენა.

მე-3 დღე

დავსახეთ მისაღწევი მიზნები და  მოსალოდნელი შედეგები,  განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები ( ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი), ვფიქრობდი, პროექტზე მუშაობა შემეძლო, მაგრამ ამდენი სიახლის გაგების შემდეგ დავრწმუნდი, კიდევ რამდენი რამ უნდა გავითვალისწინო პროექტზე მუშაობისას...

მე-4 დღე

უკვე დავიწყე ინტეგრირებული პროექტის იდეის ჩამოყალიბება და ორგანიზება,  მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად მოვიფიქრეთ შეფასების ფორმები, მოვამზადეთ პროექტის პრეზენტაციის მონახაზი... მადლობა ყველაზე დაუღალავ და ენერგიულ ტრენერს ხათუნა ციხელაშვილს, მისი დამსახურებით არცერთი საკითხი არ რჩება ბუნდოვანი და გაუგებარი.