Saturday, November 2, 2013

სასწავლო ნიმუშების შექმნა

განვიხილეთ პროექტზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა, რამდენად დამეხმარება სასწავლო ნიმუშების შექმნა სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.
გავეცანით დამატებით რესურსებს: საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტის არჩევა,  პორტფოლიოს რუბრიკა, ვიკი საიტები, ბლოგირების თვითმასწავლებელი, ჟურნალის შაბლონი.
ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვაზე.